დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - არქიმანდრიტი გრიგოლ აბაშიძე რამდენჯერმეა გაფრთხილებული გაურკვეველი შინაარსის და ქრისტიანობას აცდენილი ქადაგებების გამო! 13.01.2021 21:53

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, არქიმანდრიტ გრიგოლ აბაშიძეს აკრძალული აქვს ქადაგება. დეკანოზი სოციალურ ქსელში წერს:

 

 

არქიმანდრიტი გრიგოლ აბაშიძე რამდენჯერმეა ბოლო პერიოდში გაფრთხილებული თავის გაურკვეველი შინაარსის და ქრისტიანობას აცდენილი ქადაგებების გამო! ამჟამად აკძალული აქვს ქადაგება! მასზე შემოსულია მორიგი საჩივარი, რომლის გამოც დაიბარეს კომისიაზე და არ გამოცხადდა ბუნდოვანი მიზეზების მოშველიებით, უახლოეს დღეებში დაიბარებენ ხელახლა და თუ დანაშაული დადგინდა, მიიღებს საეკლესიო სასჯელს. ქადაგება აუკრძალეს, ეს კი დამჯდარა ეხლა აქ და ქვეყნის გადარჩენის მორიგ გეგმას გვაცნობს!,- წერს ჯაღმაიძე და შესაბამის ბმულს აზიარებს, სადაც არქიმანდრიტი გრიგოლ აბაშიძე განცხადებას აკეთებს.

 


იხილეთ ვიდეო:

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ