დღე: 27

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

ზურა ჯაფარიძე - "ეს ადამიანები, კრებსითად "ექიმებს", რომ ეძახიან უნდა დაალოქდაუნო და შემოსავლის გარეშე დატოვო 14.01.2021 11:25

ეს ადამიანები, კრებსითად "ექიმებს", რომ ეძახიან, ვისი რეკომენდაციებითაც ასობით ათასი ადამიანი დარჩა ვალებში და შემოსავლის გარეშე, უნდა დაალოქდაუნო ზუსტად ისე, როგორც სხვების დალოქდაუნებას ითხოვენ, - ასე გამოეხმაურა  სოციალურ ქსელში "მეტი თავისუფლება - გირჩის" ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე თენგიზ ცერცვაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ რეგულაციები გასამკაცრებელია.

 

როგორც ჯაფარიძე Facebok-ზე წერს, იმ ექიმებს ვისაც ბიზნესი აქვს - უნდა დაუხურო, აუკრძალო გადაადგილება, მისცე 200 ლარიანი შემწეობა და დააკვირდე მათ რეაქციას. 

 

"ეს ადამიანები, კრებსითად "ექიმებს", რომ ეძახიან, ვისი რეკომენდაციებითაც ასობით ათასი ადამიანი დარჩა ვალებში და შემოსავლის გარეშე, უნდა დაალოქდაუნო ზუსტად ისე, როგორც სხვების დალოქდაუნებას ითხოვენ. უნდა დატოვო შემოსავლის გარეშე, ვისაც აქვს - დაუხურო ბიზნესი, აუკრძალო გადაადგილება, მისცე 200 ლარიანი შემწეობა და ა.შ. და სამი თვის მერე დაიწყო მათი რეკომენდაციების მოსმენა. შარშან გაზაფხულზე უნდა გაკეთებულიყო ეს, მაგრამ ახლაც ღირს დაწყება და მათ ქცევაზე დაკვირვება", - წერს ზურაბ ჯაფარიძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge თეა მოსაშვილი

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ