პირველი მულტიბრენდული სოციალური საწარმო, რომელიც თერაპიულ დიზაინერულ სამოსს აწარმოებს ერთ-ერთია იმ კომპანიებს შორის, რომელმაც ევროკავშირისა და GIZ-ს მხარდაჭერით არა მარტო თანამშორმლების შენარჩუნება შეძლო, არამედ უფრო მეტი სამუშაო ადგილი შექმნა შშმ პირებისათვის Covid პანდემიით გამოწვეულ ამ რთულ პერიოდში.
აცნობეს ,,ჯორჯიან თაიმსს'' საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობიდან.
ორგანიზაციის განმარტებით, ევროკავშირისა და GIZ-ის დახმარებით კომბინიზონამ ახალი საკერავი მანქანები შეიძინა და კრიზისის დროს ბიზნესის შესანარჩუნებლად მეორე, დამცავი ეკიპირების ბრენდი „ალიკაპი“ შექმნა, რომელიც პირბადეებს აწარმოებს.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge თეა მოსაშვილი