დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

სერგო ჩიხლაძე - რეგულაციების უფრო გამკაცრება გაღარიბებულ მოსახლეობას გააკოტრებს 14.01.2021 12:41

რეგულაციების გამკაცრებაზე თენგიზ ცერცვაძის განცხადება მავნებლურია, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

 

ჩიხლაძის თქმით, ცერცვაძის განცხადება არ არის ადეკვატური, რადგან რეგულაციების უფრო გამკაცრება, ისედაც გაღარიბებული მოსახლეობის სრულად გაკოტრების ტოლფასია. 

 

"ასე გამკაცრებით უსაშველოდ შეიძლება საუკუნეები ვიყოთ ჩაკეტილი ამათი მოუმზადებლობის გამო, ამიტომ ეს განცხადება არ არის ადეკვატური განცხადება და ჯერ ეს ერთი, რა უნდა გამკაცრდეს? უფრო გამკაცრება ნიშნავს, რომ საერთოდ სახლებიდან აღარ გავიდეთ და მერე ბატონი ცერცვაძე რას ფიქრობს? დამშეულ მოსახლეობას თვითონ გადაუხდის ხელფასს, ან თვითონ აჭმევს საჭმელს? ან გაკოტრებულ კლინიკებს დააფინანსებს? ეს არის მავნებლური განცხადება", - ამბობს სერგო ჩიხლაძე 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge ნინო ოთარაშვილი

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ