დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

ჩოხატაურის მერი - ყველაფერი უნდა გადაწყდეს მოლაპარაკების გზით 14.01.2021 14:35

ყველაფერი უნდა გადაწყდეს მოლაპარაკებით, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჩოხატაურის მერმა ირაკლი კუჭავამ განუცხადა, რითაც ბუკნარში შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა. მისი თქმით, გუშინ გამართული შეხვედრის მონაწილეებს უნდობლობა არ გამოუხატავთ.

 

„ვინც შეხვედრას ესწრებოდა , მათ უნდობლობა არ გამოუხატავთ. ყველაფერი უნდა გადაწყდეს მოლაპარაკების გზით, ამისთვის ყველა რესურსი იქნება გამოენებული,“ - აღნიშნა ირაკლი კუჭავამ.

 

გაიმართება თუ არა დღეს მორიგი შეხვედრა მხარეებს შორის, ჯერ უცნობია.

 

ცნობისთვის, მუსლიმი თემის წარმომადგენლები ითხოვენ, რომ მუსლიმურ სამლოცველოში ლოცვის საშუალება ჰქონდეთ. აღნიშნულს ადგილობრივი ქრისტიანული მოსახლეობა ეწინააღმდეგება. სოფელ ბუკნარში მუსლიმ და ქრისტიანული თემის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება ერთ-ერთ სახლში არსებულ სალოცავს უკავშირდება.

 

გუშინ, ჩოხატაურის მერიაში ადგილობრივი ხელისუფლების, სოფელ ბუკნარის ქრისტიანული და მუსლიმური თემის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა, თუმცა აღნიშნული შეხვედრას მუსლი თემის წარმომადგენლები არადამაჯერებელს უწოდებენ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge თეა მოსაშვილი

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ