დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

ნოვოსიბირსკის თეატრის ხელმძღვანელი - ნინო ანანიაშვილმა შეთანხმება დაარღვია 14.01.2021 16:12

ნინო ანანიაშვილმა სხვა რამე დაასახელა მოტივაციად, რატომ მოდიოდა ჩვენთან და არა ის, რაზეც მოვილაპარაკეთ. იცით, ასე მუშაობის დაწყება არ შეიძლება: პატარა ტყუილი დიდ ტყუილს იწვევს. ასეთ სიტუაციაში, პირადად მე, გაგრძელება არ შემიძლია. ჩემთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია ადამიანური თვისებები, შემდეგ კი - პროფესიონალური, - ამის შესახებ ნოვოსიბირსკის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვლადიმერ კეხმანმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, სადაც მან ქართველ პრიმა ბალერინასთან, ნინო ანანიაშვილთან გაფორმებული კონტრაქტის შეწყვეტაზე ისაუბრა.

 

მისი თქმით, არსებობს გარკვეული ტრადიცია და გარკვეული შეთანხმება, ნინო ანანიაშვილმა კი ეს შეთანხმება დაარღვია და ინტერვიუ მისცა.

 

„მე თეატრის დასი ახალ წლამდე გავაფრთხილე, რომ მათ ახალი ხელმძღვანელი ეყოლებოდათ, ისინი საქმის კურსში იყვნენ, მაგრამ ვინაობა არ გამიმხელია. სამწუხაროდ, უსიამოვნო ისტორიაა," - აღნიშნა კეხმანმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში.

 

მისი თქმით, ნინო ანანიაშვილის გასაცნობად თბილისში გასული წლის თებერვალში ჩაფრინდა.

 

„მე იგი თითქმის ერთი წლის წინ მახარ ვაზიევმა გამაცნო. შარშან თებერვალში თბილისში ჩვენ სპეციალურად ერთად ჩავფრინდით მის გასაცნობად. გავითვალისწინე რა ყველა რისკი, მე ნინოს ვთხოვე და შევთანხმდით იმაზე, რომ ჩემთვის პრინციპული საკითხია, რომ ის რუსი ბალერინაა. მან დიდხანს იფიქრა. ბოლოს ჩვენ, ფაქტობრივად, მოვილაპარაკეთ და მან დოკუმენტებს ხელი მოაწერა. ნინო ანანიაშვილი დეკემბრის ბოლოს ნოვოსიბირსკში ჩამოფრინდა, დაათვალიერა თეატრი, რომელმაც მასზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება დატოვა.

 

შემდეგ იგი ჩემთან, სანკტ-პეტერბურგშიც ჩამოფრინდა და ჩვენ ყოველი ნაბიჯი განვიხილეთ. შემოქმედებით ადამიანებთან, ჩვენ გვაქვს შეთანხმებები, რომლებშიც ჩაწერილია, რომ ყოველნაირი პიარი და აქტიურობა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელთან, ან გენერალურ დირექტორთან უნდა შეთანხმდეს. ეს ხელშეკრულების ნაწილია,“- განაცხადა ნოვოსიბირსკის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, ნინო ანანიაშვილის მიერ მიცემული ინტერვიუ კოლექტივის მიმართ უპატივცემულობის გამოხატვაა.

„როდესაც მოხდა ის, რაც მოხდა – ეს ეხება შობის წინა დღეს მიცემულ მის ინტერვიუს,(ამგვარი საშობაო საჩუქარი ნინოსგან). ეს, პირველ რიგში, კოლექტივის უპატივცემულობაა. მეორე მომენტი არის ის, რომ აღნიშნულ ინტერვიუში მის მოტივაციად, თუ რატომ მიდის ნოვოსიბირკში სამუშაოდ, სულ სხვა რამეს ასახელებდა და არა იმას, რაზეც ჩვენ მოვილაპარაკეთ. იცით, ასე მუშაობის დაწყება არ შეიძლება: მცირე ტყუილი დიდ სიცრუეს იწვევს. ასეთ სიტუაციაში, პირადად მე, გაგრძელება არ შემიძლია. ჩემთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია ადამიანური თვისებები, ხოლო შემდეგ– პროფესიონალური მხარე,“- აცხადებს კეხმანი.

ცნობისთვის, ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრმა ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტი საბოლოოდ გაწყვიტა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge თეა მოსაშვილი

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ