დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

კოვიდგადატანილ ბავშვებში მულტისისტემური ​ანთებითი სინდრომი ყოველდღიურად ვლინდება 15.01.2021 20:58

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ „რუსთავი2“-ის ეთერში კოვიდგადატანილ ბავშვებში მულტისისტემური ​ანთებითი სინდრომის შემთხვევებზე ილაპარაკა. მისი თქმით, მულტისისტემური ანთების სინდრომის ძირითადი ნიშანია მაღალი ცხელება და მასთან ერთად, ჩართული უნდა იყოს ორზე მეტი ორგანო.

 

„ეს არის კორონავირუსის გადატანის შემდეგ მულტისისტემური ანთების სინდრომი. იმ 60 პაციენტიდან, რაც იყო დასახელებული ქვეყანაში, 45 მკურნალობს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში. ჩვენ 2 ნოემბერს მივიღეთ პირველი პაციენტი ამ სინდრომით და ბოლო კვირების განმავლობაში, იმ პიკიდან გამომდინარე, რაც დაფიქსირდა 2020 წლის ბოლოს, ამ შემთხვევების რაოდენობა ყოველდღიურია. ყოველ დღე ერთი პაციენტი მომართავს ჩვენს კლინიკას, რაც აბსოლუტურად ლოგიკურია, იმის გათვალისწინებით, რომ ეს არის სინდრომი, რომელიც ვლინდება კორონავირუსის გადატანიდან. მათ შორის, უსიმპტომო კორონავირუსის გადატანიდან 3-4 კვირის შემდეგ“, - აღნიშნა ჩხაიძემ.

 

რაც შეეხება კონკრეტულად გამოვლინებას, სპეციალისტის განმარტებით, მულტისისტემური ანთების სინდრომი მიუთითებს იმაზე, რომ ეს არის ის პრობლემა, რომელიც შეეხება რამდენიმე ორგანოსა და სისტემას ბავშვის ორგანიზმში. „წამყვანი და ძირითადი ნიშანია ცხელება, რომელიც უნდა იყოს 38 გრადუსზე მეტი და ხშირ შემთხვევაში, ცხელების ხანგრძლივობა არის 3-4 დღე და უფრო მეტი. ცხელებასთან ერთად, უნდა აღინიშნოს აუცილებლად ორზე მეტი ორგანოს ჩართვა,“ - განაცხადა ივანე ჩხაიძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ