დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6788

EUR 2.8583

ილონ მასკი, ბილ და მელინდა გეითსები, ბიძინა ივანიშვილი, მაკენზი სკოტი, მინ კაო და ჩარლზ ფინი - Contrepoints-ი 12.02.2021 22:43

ილონ მასკი, ბილ და მელინდა გეითსები, ბიძინა ივანიშვილი, მაკენზი სკოტი, მინ კაო და ჩარლზ ფინი ამტკიცებენ, რომ საკუთარი ქონების გამოყენება ბევრნაირად შეიძლება სამყაროში ცხოვრების გასაუმჯობესებლად. ვისაც არ ეშინია არასტანდარტული აზროვნების, მათ რამდენიმე მაგალითს ვთავაზობთ თვალსაჩინოებისთვის, თუ როგორ დათმეს მილიარდერებმა ბრწყინვალე პროექტები მათი ადამიანების ცხოვრების გასაუმჯობესებლად, მთელი თავიანთი ორიგინალურობით, - ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Contrepoints-ი წერს. სტატიაში აღნიშნულია, რომ როდესაც მიმდინარე წლის იანვარში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი პოლიტიკური ავანსცენიდან წავიდა, განაცხადა, რომ საკუთარი აქტივების 95 პროცენტზე მეტს, ანუ 1.5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ქონებას ფონდ ,,ქართუს” უტოვებდა, რითაც ის იმავე კატეგორიაში მოექცა, სადაც ცნობილი ფილანტროპები - გეითსები, ბაფეტი და სხვები - მოიაზრებიან.

გამოცემა იმ პროექტებზე საუბრობს, რომლებიც ფონდ ,,ქართუს“ დაფინანსებით და მხარდაჭერით განხორციელდა, მათ შორის ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტზე. ავტორის თქმით, ამ პროექტისთვის ბიძინა ივანიშვილმა თითქმის 1 მილიარდი აშშ დოლარი გამოჰყო, რაც მიზნად ისახავს მომავალი თაობის ტექნიკური ცოდნის დაგროვებას და მეცნიერთათვის საერთაშორისო კვლევით ქსელებში მონაწილეობის გაუმჯობესებას.

,,1995 წელს, დაარსების დღიდან, „ქართუ ფონდს“ 3.2 მილიარდი აშშ დოლარი აქვს გაცემული - არც აქ ყოფილა ფოიერვერკები. ეს იყო მხოლოდ ამ კავკასიური რესპუბლიკის განვითარების სამსახურში გამოჩენილი ხელგაშლილობა - მთელი ქვეყნის მასშტაბით 400 სკოლა აშენდა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ან აღიჭურვა და 100 000-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო ახალი სასკოლო ინვენტარი. ქუთაისში სრულიად ახალი ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომლის დაფინანსებისთვის ბიძინა ივანიშვილმა თითქმის 1 მილიარდი აშშ დოლარი გამოჰყო, მიზნად ისახავს მომავალი თაობის ტექნიკური ცოდნის დაგროვებას და მეცნიერთათვის საერთაშორისო კვლევით ქსელებში მონაწილეობის გაუმჯობესებას. მიუნხენის ტექნიკურმა უნივერსიტეტმა საპარტნიორო შეთანხმებას ხელი უკვე მოაწერა და სხვებიც აუცილებლად შეუერთდებიან მის რიგებს, თუმცა განათლება არ არის ერთადერთი სფერო მისი ქველმოქმედების არეალში - სოფლის მეურნეობას, ჯანდაცვასა და ინფრასტრუქტურასაც აქტიურად ეხმარება. ამდენად, „ქართუ ფონდს“ დაფინანსებული აქვს სანერგე მეურნეობების, თანამედროვე სასათბურე მეურნეობების, სამაცივრე-სასაწყობიო მეურნეობებისა და ლაბორატორიების შექმნა. საჩხერის სამედიცინო ცენტრმა 46 000 საქართველოს მოქალაქეს მისცა მკურნალობის შესაძლებლობა და მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება შეიქმნა 1 200-ზე მეტი ექიმის საშუალებით, რომლებსაც პრაქტიკული სწავლება სასწრაფო დახმარების მიმართულებით ჩაუტარდათ. აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 300 კილომეტრზე მეტი სიგრძის გზას, ასევე 554 კილომეტრის სიგრძის ბუნებრივი აირის მილსადენს”, - წერს გამოცემა. ავტორის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა წამყვანი როლი იკისრა კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების სრულმასშტაბიან რესტავრაციაში.

„ისტორიული ქართული საკურორტო ქალაქი წყალტუბო - პროექტი 15 000 – 20 000 სამუშაო ადგილს შექმნის ადგილობრივთა დასაქმებისთვის, რაც ეკონომიკური განვითარების და განახლებული კეთილდღეობის მდგრადობას უზრუნველყოფს, ახალი კორონავირუსის პანდემიის გავლენის ქვეშ მოქცეულ მთელ იმერეთის რეგიონში. დაბოლოს, „ქართუ ფონდი“ თავის წილ საქმეს აკეთებს გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლის კუთხით. წლის დასაწყისში „ქართუ ბანკმა“ გამოაცხადა, რომ საქართველოს დედაქალაქ თბილისის ცენტრში მთაწმინდის მთის ქედზე 700 ჰექტარზე გადაჭიმულ ტყე მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აღდგება. ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს ასევე თბილისის ბოტანიკურ ბაღს, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში არსებულ დაცულ ტერიტორიებს და შეკვეთილში არსებულ დენდროლოგიურ პარკს, რაც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ბოტანიკური ბაღია, რითაც გადაშენების პირას მყოფ მრავალი (200-ზე მეტი) ჯიშის ხესა და ცხოველს დაიცავს 60 ჰექტარზე მეტ ტერიტორიაზე გადაჭიმულ სივრცეში”, - წერს გამოცემა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ