დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

ლაშა თაბუკაშვილი - აი, შეხედე და დაიმახსოვრე, ესენი არიან შენი ერის ჯალათები 20.02.2021 18:49

ლაშა თაბუკაშვილი:

„– ხუთი წლის ასაკში არცთუ ბევრი რამ გამახსოვრდება, მაგრამ 1956 წლის 9 მარტის ზოგიერთი ფრაგმენტი მკაფიოდ ჩამებეჭდა მეხსიერებაში... ტყვიით ფეხში დაჭრილი ბიჭი მამამ და დედამ რომ ამოიყვანეს სახლში... სროლა... ჩემი ძიძა, ნასტია პირჯვარს რომ მაწერინებდა ფანჯარასთან... ზედ რუსთაველზე ვცხოვრობდით და ყველა პარადისა თუ მაგათი დღესასწაულის დროს ტანკები ჩვენი ფანჯრების ქვეშ იდგა ხოლმე... მეძინა... რეზო მოვიდა გვიან... ნასვამი იყო. ხელში ამიყვანა, აივანზე გავიდა და გადამახედა. მთელს რუსთაველზე ჩაჩქანიანი ჯარისკაცები იყვნენ. მაშინ რეზომ ხმამაღლა რუსულ ენაზე, მათ გასაგონად მითხრა: „აი, შეხედე და დაიმახსოვრე, ესენი არიან შენი ერის ჯალათები.“ მერე ძირს დამსვა და აივნიდან ქუჩაში ჩახტა, მთვრალი სალდათისთვის უწმაწურ გინებაზე პასუხის გასაცემად... ჩხუბი დიდხანს არ გაგრძელებულა – ჯარისკაცები ხიშტებზე უპირებდნენ აგებას, მაგრამ ამ დროს დედაჩემი, ფეხშიშველი, ღამის პერანგით სახლიდან გამოვარდა და გადაეფარა. არვიცი, რატომ დაინდეს ან ერთი ან მეორე... ალბათ, მედიკო ძალიან ლამაზი იყო...“
დღეს, მედეა ჯაფარიძის დაბადების დღეა!

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ