დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

ეკა ჩიკვაიძე - რატომ ვერ მიცავს აგრესიული მედიისგან მე და ჩემს ოჯახს ჩემივე სახელმწიფო? 21.02.2021 17:13

ფსევდო ჟურნალისტიკა, ვაი სიუჟეტი, სიცრუის კორიანტელი, დაძაბულობის ეფექტი და ვერშემდგარი სენსაცია ანუ პასუხი და ფელეტონი იმაზე, რა გააკეთა, რატომ გააკეთა, როგორ გააკეთა, რისთვის გააკეთა და როდის გააკეთა მელაძემ ვაი-ჟურნალისტურ ფსევდო გამოძიებაში - სიცრუის დეტექტორი მელაძის მონადირებულ და არხის პოლიტიკის მსხვერპლ თამთა დოლენჯაშვილისა ,- ასე ეხმიანება ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტს მამა ბასილის მეუღლე. ეკა ჩიკვაიძე იმ გაყალბებულ ფაქტებზე საუბრობს, რომელიც მისი თქმით სიუჟეტში გაჟღერდა.

 

 

დავნომრავ გაყალბებულ ინფორმაციებს: 1. ეკლესიის აშენება ნებართვის გარეშე შეუძლებელია; 2. ნებართვა საპატრიარქოს არქიტექტურის სამსახურში ყოველი დეტალის გავლის შემდეგ გაიცემა; 3. და ამავე მშენებლობის დასრულების შემდეგ გადაეცემა სწორედ საპატრიარქოს; 4. ტაძარს არა აქვს გრემის, მჭადიჯვრისა და სამწვერისის გუმბათი, ორნამენტი, დეტალი (ფოტოები რომ ენახათ, ეგებ მიმხვდარიყვნენ თავადაც); 5. არ აქვს მე-12 სკ.ის ორნამენტები; თუმცა მე-4 და მე-5 პუნქტებში წამოროშილი ამბავიც რომ მართალი ყოფილიყო, რა დაშავდებოდა? 6. ჯერ საერთოდ არ არის მოხატული; 7. მშენებლობას, ცხადია, ნებართვა ერთვის; 8. ქტიტორი სტიქაროსანი არ გამხდარა; 9. ადამიანმა მონასტერი საკუთარი თავისთვის როგორ უნდა აიშენოს? 9. მშენებლობის მიტოვების 2 ცრუ მიზეზის დამსახელებელს დაავიწყდა, რომ ზამთარია; 10. დაჭრილ ინტერვიუებში კითხვა-პასუხი არასწორად ებმის ერთმანეთს, პირველ ინტერვიუში საუბარია საგურამოს ტაძარზე, რომელთანაც კავშირი სიუჟეტის ფიგურანტებს არა აქვთ, პასუხიც ამაზეა და ჩანს, თითქოს ტაბახმელის ტაძარზეა საუბარი; 11. შესაბამისად, არაფერს უარყოფს, სხვადასხვა კითხვაზე სცემს პასუხებს; 12. ასევეა მამა გიორგის შემთხვევაშიც; 13. რაც შეეხება გელოვანზე აქციის მონაწილეებთან მომხდარ ინციდენტს, მამა ბასილის განმარტებაც დევს, მაგრამ არ დამეზარება და აქაც ვიტყვი, პროვოკაციის ლამის მსხვერპლ მამა ბასილს გზა არ გადაუკეტავს (ან როგორ უნდა გადაეკეტა ამდენი კაცისთვის გზა ერთ ადამიანს, მარტოკაცს?), პირიქით, გზა მას გადაუკეტეს და შინ არ გამოუშვეს, სწორედ ამიტომაც უწოდებს ბრბოს ადამიანებს, რომლებიც ჯერ მანქანას და შემდეგ მას მონდომებით აჯანჯღარებდნენ. ამის გახსენებით სიმძაფრის შემატება სცადეს უღიმღამო და უშინაარსო სიუჟეტისთვის; 14. ხმის ეფექტითა და ახლო პლანით გადაღებული კადრებითაც შეეცადნენ ამავეს, თუმცა მე, რიგით მოქალაქეს, მაინტერესებს, რატომ ვერ მიცავს აგრესიული მედიისგან მე და ჩემს ოჯახს ჩემივე სახელმწიფო და რატომ არის შეუზღუდავი მათი უფლებამოსილება. რატომ უნდა მიმტვრევდეს კარს, მივარდებოდეს სახლში ვინმე მოჟურნალისტო და გაურკვეველი ელემენტი, რომელსაც ჟურნალისტური ეთიკის, ტაქტის, გრამატიკული ნორმის, ფამილარული და თავაზიანი ფორმების თუ წოდებითი ბრუნვის გამოყენების წესები ვერ აუთვისებია? რა შავდება ტაძრის აშენებით და რას ემსახურება ამ ფსევდოჟურნალისტის ფსევდოგამოძიება? რა გაარკვიეს ამ სიუჟეტით ისეთი, რასაც ვერ გაიგებდნენ საჯარო სივრცეში? სად გადის ზღვარი თავისუფალ სიტყვასა და ძალადობას, თავისუფალ ფიზიკურ სივრცესა და დაწიოკებულ პირად სივრცეს შორის? რა ხდება ჩვენს თავს“- წერს მამა ბასილის მეუღლე ეკა ჩიკვაიძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ