დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

ეს ადამიანი და მისი ჯგუფი ორიენტირებულია რუსეთის ეკლესიის ორბიტისაკენ, ხოლო მეორე ფრთა კონსტანტინოპოლის ეკლესიის კარზე აკაკუნებს 21.02.2021 21:06

ეს გახლავთ მღვდელი ბესარიონ აპლია, (ადრე ანუ ახალგაზრდობაში იგი იყო გვარად ფილია). ...ეს კი მისი განცხადებაა რაც არის ტიპიური მაგალითი საეკლესიო სეპარატიზმისა. ასევე ხილული მაგალითია ტყუილისა და ისტორიული რეალობის დამახინჯებისა. (სხვათა შორის ამ სიყალბეში საბჭოთა ისტორიოგრაფიის წვლილიც არის). მისი თქმით: "მეორე მსოფლიო ომის დროს, საქართველოს ხელისუფლებამ აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია შეიყვანა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შემადგენლობაში კანონიკური გადაწყვეტილების გარეშე. ჩვენ არ შეგვიძლია ვიყოთ საქართველოს ეკლესიის ნაწილი, ჩვენ არ ვყოფილვართ საქართველოს ეკლესიის ნაწილი და ვერ ვიქნებით“, - აცხადებს აპლია.
---
(!?) ...როგორია? დაგვრჩენია სევდა და ლოცვა.
===================
ეს კი ტიპიური მაგალითია საეკლესიო დანაშაულისა, სახელად ამ დანაშაულს ჰქვია პროზელიტიზმი, (იგივე რუსეთის ეკლესიამ 7 იანვარს განახორციელა ცხინვალშიც. რაზედაც საქართველოს საპატრიარქოსაგან ოფიციალური ნოტა და პასუხიც მიიღო).
რია ნოვოსტი“ წერს: „მაშინ ქართველ სასულიერო პირთა უდიდესი ნაწილი პოლიტიკური მიზეზებით, იძულებული იყო აფხაზეთის ტერიტორია დაეტოვებინა. რეგიონის სულიერ ცხოვრების აღდგენა დაიწყო ადგილობრივ სასულიერო პირთა ჯგუფმა. მათ შექმნეს საეპარქიო საბჭო და აირჩიეს სოხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველი მღვდელი ბესარიონ აპლია. მაშინვე, რუსეთის ეკლესიის მხარდაჭერით, რამდენიმე აფხაზმა მიიღო სასულიერო განათლება, რომელთა ხელდასხმა მოხდა მღვდლად. გარდა ამისა, აფხაზეთში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავართა ლოცვა-კურთხევით მსახურობენ სასულიერო პირები რუსეთიდან“.
---
ისე რომ ვიცოდეთ ჩვენვე, ქართველებმა... ქართული საბჭოთა ისტორიოგრაფია ქართულ დედა-ეკლესიას აბრალებს პროზელიტიზმს მე-7-8-9-10 საუკუნეებში... და ეს ტყუილია, მინიმუმ შეცდომაა... მაქსიმუმ?
-
p.s. ეს ადამიანი და მისი ჯგუფი ორიენტირებულია რუსეთის ეკლესიის ორბიტისაკენ... ხოლო მეორე ფრთა არის არქიმანდრიტი დოროთე დბარისა, იგი კონსტანტინოპოლის ეკლესიის კარზე აკაკუნებს უკვე 20--25 წელია... და საბაბად ეუბნება საბჭოთა ისტორიოგრაფიის შეთხზულ ტყუილს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ