დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6753

EUR 2.8473

გაიმართა ისეთი პროცესია, რომლის მსგავსი არ ახსოვს ჭაღარა ტფილისს - სიტყვები არ წარმოთქმულა განგებ, უსიტყვოდ უფრო მეტი ითქვა 22.02.2021 01:02

სერგო ვარდოსანიძე: სამშობლოს დამცველი გმირების დაკრძალვა (1921 წელი):


"9 მარტს ტფილისის სამღვდელოების მონაწილეობით გადმოვასვენეთ მიხაილოვის საავადმყოფოდან 32 კუბო, გალობდა სამი გუნდი, წინ მიგვიძღოდა ჯვარი შავი ბაირაღით, დაგვესწრო მთელი ტფილისი განურჩევლად ეროვნებისა, გაიმართა ისეთი პროცესია, რომლის მსგავსი არ ახსოვს ჭაღარა ტფილისს, მივდიოდით შესანიშნავი დისციპლინით სამხედრო ტაძრის გალავანში, სადაც მათთვის იყო გამზადებული საფლავები, იქ, ჯერ კიდევ მენშევიკების ქალაქიდან გასვლამდე დავასაფლავეთ ისევ ამ ბრძოლაში დახოცილი ოფიცრები, იუნკრები და ჯარისკაცები, 15 კუბო, ამათ წირვა გადაუხადა კათალიკოზმა ლეონიდმა სამხედრო ტაძარში, იქვე ავუგეთ ანდერძი, ანდერძის კურთხევანს მე ვკითხულობდი, ნოე ჟორდანიაც დაგვესწრო მაშინ მთელი მინისტრებით და დამფუძნებელ კრების წევრთა თანდასწრებით, ახლა კი ანდერძი აუგეთ ტაძრის ეზოში, საფლავების პირზე, ზღვა ხალხით გარშემორტყმული. გრანდიოზული სურათი იყო, ანდერძის კურთხევანს ისევ მე ვკითხულობდი ხმამაღლა, მკაფიოდ და მწუხარებით, ხალხს ჟრუანტელი უვლიდა ტანში, სიტყვები არ წარმოთქმულა განგებ, უსიტყვოდ უფრო მეტი ითქვა, ბოლოს საუკუნოდ ხსენებაზე დაიჩოქა სამღვდელოებამ, დაიჩოქა მთელმა ხალხმა, როგორც ეზოში მდგომმა, ისე გალავნის ნაპირზე თუ სახლის სახურავ-აივანზე. გამოვიდა დიდი დემონსტრაცია ჩვენი დედაქალაქის ასე ვერაგულად და მუხანათურად რუსის არმიის მიერ დაჭერის გამო."

დეკანოზი ნიკიტა თალაკვაძე

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ