დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6802

EUR 2.8555

კორონავირუსის სტატისტიკა 23 თებერვლისთვის 23.02.2021 11:11

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა  19 869 კვლევა ტესტით, მათ შორის 13 410 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 459 PCR ტესტით.


ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 493 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  26995-ს.


რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 22 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.48%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.4%, ხოლო 7 დღის მანძილზე 2.4%.


ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 552 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა  262 796-მდე.


ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 457 პირი ემსხვერპლა.


დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 493 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 244 შემთხვევა, აჭარა - 7, იმერეთი - 59, ქვემო ქართლი - 22, შიდა ქართლი - 35, გურია - 39, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 27, კახეთი - 40, მცხეთა-მთიანეთი - 8, სამცხე-ჯავახეთი - 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8.


ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 716, საიდანაც: 1 606 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში -  747, აჭარაში - 167, იმერეთში - 347. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 321 პირი, მათ შორის, თბილისში - 109, აჭარაში - 35, იმერეთში - 107. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 95 პირი, მათგან თბილისში - 62, აჭარაში- 7, იმერეთში - 9. 192 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 105 - თბილისში, 73 - აჭარაში, 11 - იმერეთში. 918 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.


საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 285 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 105, ხოლო აჭარაში - 90.


სულ  6 ოქტომბრიდან - 22 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 082 პირი.


ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 8 302 ადამიანიმათ შორის თბილისში - 354 პირიაჭარაში - 449, იმერეთში - 840.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ