დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

მოვინახულე ნიკა მელია საკანში, თავს გრძნობს მხნედ და ოპტიმისტურ განწყობაზეა - ნინო ლომჯარია 23.02.2021 22:50

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოინახულა. როგორც მან დაწესებულების დატოვების შემდეგ აღნიშნა, ნიკა მელიას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

 

„მოვინახულე ნიკა მელია საკანში. მაინტერესებდა მისი მდგომარეობა, ასევე გამოვკითხე მისი პირობები დაკავების მომენტიდან ამ დრომდე. როგორც მან მითხრა ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ განყოფილებაში იყო გადაყვანილი და იქიდან წამოიყვანეს პირდაპირ მე-12 დაწესებულებაში. ის საუბრობს, რომ მის მიმართ ძალის გამოყენებას ან ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია, ფიქრობს, რომ ციხეში არსებული პირობები დამაკმაყოფილებელია. თავს გრძნობს მხნედ და ჰქონდა სურვილი, რომ საჯაროდ მეთქვა, საკმაოდ ოპტიმისტურ განწყობაზეა. ერთადერთი მოთხოვნა არის ის, რომ საკანში არ აქვს ტელევიზორი, ჩვენ ვესაუბრეთ ციხის ხელმძღვანელობას და იმედი მაქვს, რომ ეს ლოჯისტიკური საკითხი დროულად მოგვარდება და მიეცემა საშუალება, რომ გაეცნოს მიმდინარე მოვლენებს“,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ