07.04.2021 20:45
რესტორან „ქვევრის“ დამფუძნებელი ლაშა ბასლანძე სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და საინტერესო ამბავს ჰყვება:
სიძე პატარძალი და თითო-თითო მეჯვარე. სრული წესების დაცვით და მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით. ხო რაც მთავარია დედოფალი საქორწილო კაბით და სიძეც გამოწკეპილი. როგორ გინდა პატივი არ სცე ასეთ მოქალაქეებს? თან იმის მერე რაც, 2 დღის წინ მოვიდნენ ადამიანები და 8 აპრილს უნდოდათ 150-კაციანი ქორწილი და გაუკვირდათ, უარი რომ მიიღეს... მაგრამ ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ ჩვენი უარის მერე სხვა რესტორანმა ისინი მაინც დასვა... P.s. ფოტოზე მყოფი წყვილი რათქმაუნდა მააგრად დავასაჩუქრეთ.