22:45 07.04.2021
ვინ დაგვწყევლა? ჩემი საბრალო ხალხი! როცა ერთმანეთი იგავმიუწვდომლად გვძულს და ამისგან თავის დახსნა არ გვინდა - ანა მიქაძე-ჩიკვაიძე
ანა მიქაძე-ჩიკვაიძის პოსტი:

ასე მგონია რაღაც მისტიურ წრეში ვართ-მოგაჯადოვეს! დღეს ენგურის ადიდებული .. გადარეული ტალღების ფოტო ვნახე.. არ ვიცი.. ფოტოზე ნანახ მდინარეში შევიდნენ ის თავგანწირული ადამიანები, თუ ფონი იცოდნენ, ეგონათ გაუმკლავდებოდნენ.. მკლავს იმის განცდა, რომ ციოდა... სამშობლოდან სამშობლოში ამ გზით, უფრო სწორსდ, კი ამ წყლით გადმოდიოდნენ და არ გაიყო ეს ოხერი მდინარე შუაზე. არ მოხდა სასწაული და საწყალი ხალხი, დიახ, ხალხი საწყალი ხმელით არ გამოატარა.. ვინ დაგვწყევლა? რატომ დაგწყევლა? რა ხდება ჩვენს წილ სამყაროში. გააზრებას ვინ ჩივის, ახლოს გაკრებაც არ მინდა იმ აზრის, რომ ჩალაა ჩემი და ჩემნაირების ფასი... ახალდაბადებული შვილიშვილის ნახვაც ვერ მოასწრესო. რაღაცეებს ყიდვა უნდოდათო... ახალი სიცოხლის ნახვა კი არა,  საკუთარის გააზრებაც ვერ მოასწრეს საბრალოებმა. საბრალო ხალხი, ჩემი საბრალო ხალხი!
უარესი, უარესი. მესხეთში გარდაცვლილი მედდა მოკლესო.. სულ, რომ ჯვარზე მაცვათ, ამას არ არ დავიჯერებ და არც ვიმეს ვურჩევ ამ სისატიკის ტირაჟირებას! სიკვდილი ჯიუტი აქლემია, ყველასთან მიდის. სიკვდილი შვებაცაა და სასჯელიც, ოღონდ სასჯელია მაშინ, როცა ცოცხლად დარჩენილებს
ვერ გვაერთიანებს საჭირისუფლოდაც კი! როცა ერთმანეთი იგავმუწვდმლად გვძულს და ამისგან თავის დახსნა არ გვინდა. ნათელი თქვენს სულს, ენგურის ცივ ტალღებს გაყოლილო ნათესავნო ჩემო. ნათელი შენს სულს, დაო მკურნალო. ვერ გიპატრონეთ. კი არა და გლოვის ნაცვლად, ერთმანეთს ვკორტნით!!! ადამიანებო, სიძულვილი დაგვამცრობს დ ა გადაგვაშენებს..



ავტორ(ებ)ი : geotimes.ge