გიორგი კალანდიას პოსტი:
პარიზში საოცრად მიმზიდველი გარეგნობის რევაზ გაბაშვილს ერთი საინტერესო ამბავი გადახდენია, რაც მოთხრობილი აქვს თავის მოგონებათა წიგნში „რაც მახსოვს“. „მე რომ პარიზში ვიყავი, მითხრეს: “აკაკი წერეთელი მოხსენებას კითხულობს“-ო. წავედი და მთელი მაშინდელი ქართული საზოგადოება აქა ვნახე. არ მახსოვს, რას კითხულობდა აკაკი, მაგრამ რომ გაათავა, ვეღარავინა ვნახე სალაპარაკოდ, რადგან ჩემთან მოვიდა ვიღაც პატარა, შავ-წვერ-ულვაშა კაცი, არც გამეცნო და მეუბნება: „ორი საათია, თქვენ ცხვირს ვუყურებ“-ო. თან თითი ჰქონდა მოშვერილი ჩემი ცხვირისაკენ. მე ვიფიქრე, გიჟია-მეთქი და გავუღიმე: დიაღ, სასიამოვნოა, მაგრამ რითი შემიძლიან გემსახუროთ? -„ორი წელიწადია ცხვირს ვეძებ და ეხლა ვიპოვნე“-ო. ცოტა შევწუხდი, ხალხი იშლებოდა და ამ კაცს რას გადავეყარე-მეთქი. — „უნდა ჩემ ატელიეში მობრძანდეთ უსათუოდ“. ალბად შემატყო არა-სასიამოვნო გაკვირვება და დაბეჭდილი ბარათი გამომიწოდა: „იაკობ ნიკოლაძე. როდენის მოწაფე“. როდენის მუზეუმი არ მენახა, მაგრამ მის ქანდაკებათა სურათები არ მომწონდა და ჩემი სიტლანქისა შემეშინდა, მაგრამ მერე სხვებმა მითხრეს: მართლა როდენის მოწაფეა ,მაგრამ თავისებური და წავედი მასთან. რამდენიმე ქანდაკება უკვე დამთავრებული ჰქონდა და შუა სახელოსნოში სველი ტილო გადაფარებულ თიხის ბიუსტს ახადა: „შოთა რუსთაველის ქანდაკებას ვაკეთებ და ორი წელიწადია ცხვირს ვეძებ. აკაკის მოხსენებაზე სულ თქვენ გიყურებდით და მივაგენი“-ო. თიხა მიჭყლიტ-მოჭყლიტა, ცხვირი, პირი და თვალები გაუსწორა და არ ვიცი, რა გვიპოვა საერთო, მაგრამ მისი „შოთა“ დიდი ხნის შემდეგ რომ ვნახე «Музей славы»-ს გამოფენაზე თბილისში, ვიფიქრე: სად ერეკლეო, სად თოროზაანთ თეკლეო!“ დანარჩენი ჩემს წიგნში "ქართველები მსოფლიო ისტორიაში" ტომი მე-12. ბელგიის ქართველობა
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge