დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

წყალტუბოს სოფელ რიონში დაუდგენელმა პირებმა ძმების მკვლელის სახლის გადაწვა სცადეს 08.04.2021 22:50

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიონში ხანძარი იყო. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ოთხი დღის წინ მომხდარ მკვლელობას უკავშირდება, კერძოდ, დაუდგენელმა პირებმა ძმების მკვლელობის გამო დაკავებული პირის სახლის გადაწვა სცადეს. ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლიკვიდირებულია და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

შსს-ის ინფორმაციით, კი ხანძართან დაკავშირებით გამოძიება 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ