დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

ეს ახალგაზრდა ბიჭი არის ცოცხალი მაგალითი იმისა, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს - ირმა ხახუტაიშვილი 08.04.2021 23:28

ირმა ხახუტაიშვილის პოსტი:
იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ, ახალი მოადგილეები წარადგინა. ერთ-ერთი მოადგილე ვალერი ლომუაშვილია. ეს ახალგაზრდა ბიჭი არის ცოცხალი მაგალითი იმისა, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს, რომ მონდომებითა და თანადგომით ყველაფერი მიიღწევა. ვალერი შშმ პირია, მან ბავშვობაში, უბედური შემთხვევის შედეგად დაკარგა კიდურები, მიუხედავად ყველაფრისა მან შეძლო გამხდარიყო საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე, ხოლო გუშინდელი დღიდან იუსტიციის სამინისტროში დანაშაულის პრევენციის, პრობაციის და ადამიანური რესურსების მიმართულებების კურატორი მოადგილე იქნება. გულწრფელად ვუსურვებ ამ ადამიანს წარმატებას, რადგან მისი წინსვლა იქნება მაგალითი უამრავი ადამიანისთვის!

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ