დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

გაიტანოს ეს პოლიტიკური ნაგავი „ქართულმა ოცნებამ“, რვა წელიწადია ყელში ამოვიდა მაგათი ამბავი, ხუთი კაცისთვის ვერ მიუხედავთ - გია გაჩეჩილაძე (უცნობი) 09.04.2021 00:54

მომღერალი გია გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ 9 აპრილს თბილისში, ევროპის მოედანზე, ქართველი ხალხის მარადისობის დღეს აფუძნებს. იგი საზოგადოებას მოუწოდებს, რომ დღის პირველ საათზე შეიკრიბონ. დღის კურიერში გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) განაცხადა, რომ ქვეყანა სახელმწიფოებრივ კრიზისშია და ვეღარ ვითარდება. მისი თქმით, ხვალ დაგეგმილ შეკრებაზე ის ადამიანები მივლენ, ვისთვისაც შექმნილი ვითარება კატეგორიულად მიუღებელია.

"გაიტანონ ეს პოლიტიკური ნაგავი ქართულმა ოცნებამ, რისთვისაც აირჩია ხალმა, ის გააკეთონ. 8 წელიწადია ყელში ამოვიდა მაგათი ამბავი, 5 კაცისთვის ვერ მიუხედიათ. დავიღალეთ, გაიყინა ქვეყანა, აღარ ჩანს არაფერი, მოგწონთ რაც ხდება ამ ქვეყანაში? დავიღალეთ, გესმით თქვენ? გაიტანოს ნაგავი თუ შეუძლია, მაგრამ არ შეუძლია ეტყობა 8 წლის განმავლობაში, არაფრის გაკეთება მას არ შეუძლია... ხვალინდელი დღე არის დასაწყისი დასასრულის ამ ყველაფერის, რაც ახლა ხდება. ამ სტუდიიდან, სადაც ახლა მე ვზივარ, ვაპირებ ახალი მოძრაობის ჩამოყალიბებას საზოგადოებასთან ერთად, ინტერაქტივებით და ა.შ. რომ გავათრიოთ თუ მათ არ შეუძლიათ ეს ნაგავი საზოგადოებამ გაათრიოს ამ ქვეყნიდან, პოლიტიკურ ნაგავზე მაქვს ლაპარაკი,“ - ამბობს გია გაჩეჩილაძე.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ