დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

ბიჯო, ამ ახალგაზრდა ბიჭებს არ გიტყდებათ მაინც? ეგ, გარდაცვლილი ადამიანების ხსოვნის ადგილი, რა "აქტივისტი" აგიტყდათ? - ბაკურ სვანიძე 04.05.2021 20:11

ბაკურ სვანიძის პოსტი:
ბიჯო, ამ ა ხ ა ლ გ ა ზ რ დ ა ბიჭებს არ გიტყდებათ მაინც? არ მაქვს იმაზე საუბარი ვის მოწონს ეს ს ა ს ა ფ ლ ა ო ბ ზ ე შესვლის ა კ რ ძ ა ლ ვ ა და ვის არა... მაგრამ, საზიზღარი სანახავია ეს იდიოტური სიუჟეტები რა... ჯერ რა ტექსტია - "ა ქ ტ ი ვ ი ს ტ მ ა სცადა სასაფლაოზე შესვლა და ის
პოლიციამ დააკავა" - რა ამაზრზენობაა, რას ჰგავხართ?! სასაფალაოა, ბიჯო, ეგ, გარდაცვლილი ადამიანების ხ ს ო ვ ნ ი ს ადგილი, რა "აქტივისტი" აგიტყდათ, შიგ ხომ არ გაქვთ მართლა? ეს "აქტივისტი" ლაპარაკობს, უფრო სწორად გაჰკივის და გასწივის:- "ბებია-ბაბუის საფლავზე მივდიოდი პასკით და კვერცხებით და არ შემიშვეს, მაკავებენ" - და იჭყანება უშნოდ... კაი, კაცო! შენ რომ არ იწივლო ისე არ ვიცით რომ პოლიცია დგას სასაფლაოებზე და ვინც წინააღმდეგობას გაუწევს, დააკავებენ! აი, შენი წივილ-კივილით გავიგეთ ეს! კარგი, მ თ ა ვ რ ო ბ ა ცუდია და უაზრო აკრძალვა დააწესა, ჰა, ჯანდაბას, დაგეთანხმეთ! ამიტომ თქვენ სასფალაოები მაიმუნობის ადგილად უნდა აქციოთ? რას ჰგავხართ, თქვე უგვანოებო, ყველგან ც ი რ კ ი როგორ უნდა გამართოთ, თან ამ პატარა ბიჭებმა, ან თ ა ვ მ ო ყ ვ ა რ ე ო ბ ა არ გაქვთ, ან ვაჟკაცობა, ან შუბლისძარღვი? ჰო, აბა, შენთვის მიდიოდი ბებიის და ბაბუის საფლავზე პასკით და კვერცხებით და უცებ, საიდანღაც 4 ტელევიზიის ვიდეოკამერა გაეძრო თავისი ოპერატორებით და ჟურნალისტებით ხო? ან ამ ტელევიზიებს მართლა თავში ტვინი არ გაქვთ? ის მაინც თქვით - "ადამიანი მიდიოდა სასაფლაოზეო" ეს - "აქტივისტი მიდიოდა სასაფლაოზე" - რა დოზანაა?
ბარემ თქვით რომ "ჩვენ სპეციალურად შევუშვით სასფლაოზე ნ ა ც ე ბ ი ს აქტივისტი და მივყევით უკან კამერებით!" - ასე უფრო მართალი იქნება და არც ისე გ ა მ ა ღ ი ზ ი ა ნ ე ბ ე ლ ი დამიჯერეთ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ