დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

ამის თქმა და უცებ მოფრინდა შაშვი, დაჯდა საფლავთან, იგალობა და გაფრინდა - ვინ აკეთებს ანზორ ერქომაიშვილის საფლავის მაკეტს 04.05.2021 23:30

სოსო ჭუმბურიძის პოსტი:
არქიტექტორმა ვახტანგ დავითაიამ და მოქანდაკე გია ჯაფარიძემ ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უკვე აჩვენეს ანზორ ერქომაიშვილის საფლავის მაკეტი.
ორი გამოჩენილი ხელოვანის ერთობლივი ნამუშევარი მართლაც შთამბეჭდავია:
მოქანდაკეს მთავარ ფიგურად უქცევია სვეტიცხოვლის ერთ-ერთ კედელზე არსებული ჩუქურთმა, რომელიც ერთდროულად გამოსახავს ვაზსაც, სიცოცხლის ხესაც, საგალობელსაც („შენ ხარ ვენახი")...
ოქროსფერ ბრინჯაოში გამოსახული ეს მრავალპლანიანი ფიგურა დაიდება შავ მარმარილოზე, რომელსაც რამდენიმე დონე (საფეხური) ექნება.
ადვილად წარმოიდგენ, რომ ეს ნამუშევარი ისევე გამოანათებს საბჭოური ეპოქით დაღდასმულ საფლავებს შორის, როგორც თვითონ ანზორ ერქომაიშვილი ანათებდა ჩვენს ყოველდღიურობას.
***
ლადო ერქომაიშვილის ნაამბობი:
„1 აპრილს, ანზორის გარდაცვალებიდან ზუსტად ერთი თვის თავზე, ვდგავართ საფლავთან და ოჯახის ერთ - ერთ ნათესავს ვუამბობ, თუ როგორი იქნება საფლავი. ისიც ვუთხარი, რომ კომპოზიციაში ჩიტიც იქნება, ოღონდ, ბულბული კი არა, შაშვი.
ამის თქმა და უცებ, მოულოდნელად, ზემოდან მოფრინდა შაშვი. დაჯდა საფლავთან, იგალობა და გაფრინდა."
***
სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ეს თვითონ ანზორ ერქომაიშვილი იყო. მისი სული.
რატომ მაინცდამაინც შაშვი?
ამას ადვილად მივხვდებით, თუ ანზორ ერქომაიშვილის წიგნებს გავიხსენებთ, განსაკუთრებით ბაბუა არტემისადმი მიძღვნილს...
***
ეს შაშვი - ანზორ ერქომაიშვილის სული - მუდამ იგალობებს მის სათაყვანებელ სამშობლოში.


ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ