დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

„ჰამასის“ სარაკეტო დარტყმის დროს დაჭრილი 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა 13.05.2021 00:47

ისრაელის ქალაქ სდეროთში „ჰამასის“ სარაკეტო დარტყმის დროს დაჭრილი 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა. გარდაცვლილი ბავშვის დედა და 7 წლის და ჰოსპიტალიზირებული არიან.

ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ ისრაელის მიმართულებით სარაკეტო დარტყმები განაახლა. დაჯგუფებამ სდეროთისა და აშკელონის მიმართულებით 180 რაკეტა გაუშვა. სარაკეტო იერიშის შედეგად, სულ მცირე, 20 ადამიანი დაშავდა.

ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა ღაზის სექტორში სამიზნეებზე იერიშის გაძლიერება დაამტკიცა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ