დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზების ძიებისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა 13.05.2021 10:43

აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზებზე  სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორებმა, ექსპერტებმა, დეპუტატებმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებმა აფხაზებთან დასაახლოვებლად სახალხო დიპლომატიის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. აქცენტი გაკეთდა მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკიაზე და იმ საკანონმდებლო ინიციატივებზე, რომლის მიზანი აფხაზებს და ქართველებს შორის ნდობის აღდგენა და ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანი გზით დეოკუპაციაა. კონფერენცია აფხაზთა და ქართველთა ერთობის საზოგადოება "ერთობა ხვალისთვის" ორგანიზებით გაიმართა.
"ჩვენი უნივერსიტეტი ქართული სახელმწიფოს ბედის თანაზიარი და პოლიტიკური პროცესების მსხვერპლია. მაგრამ საქართველოში ის ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი ორგანიზმია, რომელსაც ხელეწიფება აფხაზებსა და ქართველებს შორის ჩატეხილი ხიდის აღდგენა. სამწუხაროდ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეს რესურსი სრულად გამოყენებული ჯერ არაა. მიხარია, რომ ჩვენი აღნიშნული შესაძლებლობები აფხაზთა და ქართველთა ერთობის საზოგადოებამ „ერთობა ხვალისთვის“ შენიშნა და ამიტომ მივესალმები ამ ახლადდაფუძნებულ ორგანიზაციას, რომელსაც დიდი ისტორიის გვარის ღირსეული მემკვიდრე, ბატონი გიორგი შერვაშიძე ხელმძღვანელობს," - განაცხადა ხონელიძემ.

კონფერენციის მონაწილეებმა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში აფხაზთა და ქართველთა შორის მშვიდობისა და ერთიანობის ნიშნად პალმის ხე დარგეს.  ამ ღონისძიებით აფხაზთა და ქართველთა ერთობის საზოგადოებამ „ერთობა ხვალისთვის“ და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სათავე დაუდეს ორკვირეულს, რომელშიც ჩართული იქნება საქართველოში მოქმედი თითქმის ყველა სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელი. დახურვითი კონფერენცია შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება.

 

(R)

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ