დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

თიბისი ბიზნეს კლუბის ვიდეოსერიები ქუთაიდან გრძელდება 13.05.2021 11:47

დღეს, 12.00 საათზე თიბისი ბიზნესის ფეისბუქ გვერდზე მორიგი ვიდეოსერიის ჩვენება გაიმართება.  ბიზნეს საუბარი, ამჯერად, ქუთაისში მიმდინარეობს და ადგილობრივ ბიზნესებს წარმოადგენს. 

 

ვიდეოსერიის მეორე ფილმის სტუმრები იქნებიან ალექს ჩიქოვანი, სტრატეგიული ბრენდინგის სააგენტო „ლაივის“ დამფუძნებელი, ალექსანდრე მშვილდაძე, რესტორან „აგერარის“ დამფუძნებელი, ქრისტინე ლორთქიფანიძე, საკონსულტაციო კომპანია „ანოვა“ და მარიკა თვარაძე, რესტორან „დების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი. 

 

ისინი ისაუბრებენ კომპანიის განვითარებისა და ბრენდინგის თავისებურებებზე, რაც ქუთაისში არსებული ბიზნესებისთვის არის დამახასიათებელი; სტუმარმასპინძლობის ქუთაისურ კულტურასა და უნიკალურ გამოცდილებაზე, რომელსაც ეს მხარე სთავაზობს ადამიანს. 

 

ვიდეოსერიები მიზნად ისახავს თიბისი ბიზნეს კლუბის წევრების მხარდაჭერასა და  განვითარებას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას სხვადასხვა საკითხზე.  თიბისი ბიზნესი ვიდეოსერიებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან კვლავ შემოგთავაზებთ.  

R

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ