დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

12 ქართველი ექიმი, აშკელონის საავადმყოფოდან - ვინ არიან ისრაელში, ცეცხლის წინა ხაზზე მყოფი ჩვენებურები 08.06.2021 21:20

ისრაელში საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანია სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს:
 
საოცარი სიამაყით სავსე დილა მაქვს - აშკელონის საავადმყოფოს ხელმძღვანელობა, პროფესორები, განყოფილების გამგეები, მედპერსონალი, ჩემთან საუბრისას ერთმანეთს ასწრებდნენ საავადმყოფოში მომუშავე თორმეტი ქართველი ექიმის ქებას და მათი მაღალი პროფესიონალიზმის და დიდი ადამიანური თვისებების გამო, საქართველოზე მადლობის თქმას! ბოლო პერიოდში განვითარებული მძიმე მოვლენების დროს ეს საავადმყოფო ცეცხლის წინა ხაზზე იყო და აქ მომუშავე მედ-პერსონალს სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიშ ვითარებასთან ერთად, მძიმე ფსიქოლოგიურ გარემოში უწევდათ მუშაობა. ვთხოვე ჩვენი ქვეყნის დიდ მეგობარს, საქართველოში ისრაელის ორგზის ელჩს, აშკელონის მკვიდრს, ბატონ შაბთაი ცურს, ერთად შევხვედროდით ჩვენი ქვეყნის საამაყო შვილებს:
ნინო კიკნაძე
ვასილ ხაჩიაშვილი
ზურაბ ზაქარიაშვილი
საბა რეხვიაშვილი
გიორგი გოგოძე
თეონა ეჯიბაშვილი
გიგა ნადირაძე
თამთა კაპანაძე
სერგი არსენიძე
ქეთევან გიორგაძე Ketevan Giorgadze
ავთანდილ გრძელიძე Avto Grdzelidze
დიანა გოგბერაშვილი

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ