09.06.2021 20:14
ისრაელში საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანია სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს:
ისრაელელებისთვის დასვენების მიზნით, ყველაზე სასურველ მიმართულებად - მეორე ადგილზე, საქართველო დასახელდა (საბერძნეთის შემდეგ). გამოკითხვის შედეგების სათაურიც შესაბამისია: “ისრაელელები (ტურისტები) საბერძნეთის ერთგულები რჩებიან, საქართველო გამაოცებელია (სურპრიზია)”. სურპრიზში იგულისხმება ის დიდი პოპულარობა, რომელიც ბათუმმა და მთლიანად საქართველომ, ისრაელელებში მსოფლიოს ათასობით კურორტს შორის მოიპოვა! კომპანიებს, საქართველოს მიმართულებით, ივლის-სექტემბერში დაგეგმილი რეისების რაოდენობის გაზრდა უწევთ.
წარმატებები ყველას, ვინც ძალისხმევას არ იშურებს, რომ ჩვენმა ქვეყანამ დროულად გადალახოს პანდემიის შედეგად წარმოქმნილი წინაღობები.