მე ვარ ფრანგული საერთაშორისო ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ პრეზიდენტი.
ეს ორგანიზაცია მუშაობს აკრედიტაციის სტანდარტების ჩამოყალიბებაზე, სისტემების გაუმჯობესებაზე. პირველი პროექტი არა საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებში უნდა განგვეხორციელებინა, საქართველოში ვაქცინაციის დროს მედდის გარდაცვალებამ მიმაღებინა რადიკალური გადაწყვეტილება – საჩქაროდ დაგვეწყო აკრედიტაციის პროცესი - აცხადებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძე.
მისი თქმით, აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი სიახლე აქვს.
"საქართველოში პირველად ჩამოყალიბდა ქართული სააკრედიტაციო სისტემა ჯანდაცვის სფეროს მიმართულებით. ეს არის დამოუკიდებელი, ნებაყოფლობითი და მიუკერძოებელი, არ აქვს არანაირი შეხება სახელმწიფო სტრუქტურებთან.
აკრედიტაციის გავლის თაობაზე განაცხადი 35-მდე სამედიცინო დაწესებულებამ შემოიტანა. ორმა სტომატოლოგიურმა კლინიკამ უკვე მიიღო აკრედიტაცია, თბილისში – „ჰებე“ და ბათუმში – „Smile Gallery“.
დღეს ქართულ-ჰოლანდიურმა ჰოსპიტალმა გამოთქვა აკრედიტაციის გავლის სურვილი. ეს უკვე მესამე საავადმყოფოა, „მედიქლაბის“ და „მედულას“ შემდეგ.
ანონსი – ხვალ ან ზეგ აკრედიტაციასთან დაკავშირებით გვექნება საოცრად კარგი, „ბომბი“ ამბავი, რომელზეც ახლა ვერ მოგიყვებით, ჯერ იურიდიული ნიუანსები გვარდება.
კიდევ ერთი სიახლე – უწყვეტი სამედიცინო განათლების პლატფორმა ძლიერდება და ერთ-ორ დღეში მიიღებთ ინფორმაციას ამ კუთხით. ეს არის უწყვეტი სამედიცინო განათლების კრედიტების გაცემის დამოუკიდებელი, ნებაყოფლობითი, ნეიტრალური სისტემა. ეს იქნება აბსოლუტურად არაკორუმპირებული და არანეპოტისტური სისტემა, განსხავვბით იმისგან, რასაც საქართველოში წლების განმავლობაში მივეჩვიეთ.
უწყვეტი სამედიცინო განათლების კრედიტების გაცემის სისტემაში ჩართულია 20-მდე ქართველი და საერთაშორისო ექსპერტი. ზვალ-ზეგ უკვე დაიდება ექსპერტთა ჯგუფის სია, ყველაფერი იქნება გამჭვირვალე.
დღეს აკრედიტაციის საერთაშორისო დღეა. ვულოცავ საკუთარ თავსაც და აკრედიტაციის პროცესში ჩართულ ყველა ადამიანს, ყველა ორგანიზაციას. დიდი მადლობა თითოეულ მათგანს, ჩვენ ძალიან საჭირო საქმეს შევეჭიდეთ და ბოლომდე მივიყვანთ.
ჩვენ დავიწყეთ ჯანდაცვის რეფორმა ქვევიდან. კონცეფცია შემდეგია – რადგან „ზემოთ“ არ სცალიათ, მე, როგორც სპეციალისტმა, ქვემოდან უნდა შევცვალოო სისტემა, რომ ის იყოს ხარისხიანი. მართალია, ეს არ იქნება ისეთი მასშტაბური, მაგრამ ეს იქნება ჩვენი ჯანდაცვის სისტემის წერტილოვანი გაუმჯობესება.
შედეგად – ჩვენ გვექნება საუკეთესო კლინიკები, ამბულატორიები, საავადმყოფოები და პაციენტი როცა ამ სამედიცინო დაწესებულებებში მივა, ის იქნება უსაფრთხოდ“- ამბობს პროფესორი, ორგანიზაცია – ამბობს ორგანიზაციის „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge