11.06.2021 22:04
ფეისბუკმომხმარებელი ინგა თავართქილაძე სოციალურ ქსელში ბათუმში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს:
ამ კონკრეტული და მსგავს მდგომარეობაში მყოფი ბავშვების უფლებადამცველები სად არიან? თუ არ არის მომგებიანი თემა, იმიტომ რომ მართლმადიდებლური ეკლესიის წიაღში არ არიან? ვგმობ ეკლესიის სახელით მოძალადე საერო პირებსაც და სასულიერო პირებსაც, მაგრამ კონკრეტულად ნინოწმინდის შემთხვევა, უტრირებული, აგორებული და ეკლესიის მიზანმიმართული დისკრედიტაციის მორიგი მცდელობაა. ფოტო დღევანდელია და ვისაც დააინტერესებს, შეუძლია ცხადშიც იხილოს, გაურკვეველი ნივთიერებით გაბრუებული ბავშვები, ლოკაცია კარგად ჩანს.