დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

ავტოსაგზაო შემთხვევა გორის შესასვლელთან მსხვერპლით დასრულდა 01.10.2020 22:06

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა გორის შესასვლელთან. თხევადი აირით დატვირთულ მანქანას მსუბუქი ავტომობილი უკნიდან დაეჯახა. ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ორი კი დაშავდა. დაშავებული ოთხი წლის გოგონა და მისი ბებია ტრავმული მოტეხილობებით სამედიცინო ცენტრ „გორმედში“ გადაიყვანეს. როგორც „გორმედში“ საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, ავარიის შედეგად დაშავებულებს აქვთ ტრავმული დაზიანებები აქვთ მიღებული. გამოძახებულია კატასტროფის ბრიგადა და ბავშვს თბილისში გადაიყვანენ.

 

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ