დღე: 27

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

ლეგენდების ტურნირში "დინამო“ თბილისმა ლევერკუზენის "ბაიერი" დაამარცხა 11.01.2020 23:36

"დინამო თბილისის" სასარგებლოდ, 4:2 დასრულდა ანგარიში ლევერკუზენის "ბაიერთან" შეხვედრისას. ოთხი გოლიდან ერთ-ერთი გუნდის კაპიტანმა კახა კალაძემ გაიტანა. გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ლეგენდათა ტრადიციული ტურნირი (AOK TRADITIONSMASTERS) იმართება, რომელშიც "დინამო თბილისი" მონაწილეობს. გუნდის კაპიტანი კახა კალაძეა.

 

დღესვე მაქს შმელინგის სახელობის დარბაზში კიდევ ერთი მატჩი გაიმართა. ერთმანეთს დორტმუნდის "ბორუსია" და "დინამო თბილისი" დაუპირისპირდნენ. მატჩი 3:2 დორტმუნდის "ბორუსიას" სასარგებლოდ დასრულდა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ