დღე: 27

ღამე: 13

USD 2.6753

EUR 2.8473

ორი ქართველი ფინალშია - გენო პეტრიაშვილი და ბექა ლომთაძე ოქროსთვის იბრძოლებენ 15.02.2020 20:17

რომში მიმდინარე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე ფინალში გავიდნენ გენო პეტრიაშვილი (125 კგ) და ბექა ლომთაძე (61 კგ). გენომ დამაჯერებლად (7:2) სძლია უკრაინელ ოლექსანდრ ხოციავინსკის. ლომთაძემ კი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა (2:1) აზერბაიჯანელი ინტიგამ ვალიზადა. ასე რომ, კვირას ორი ოქროს შანსი გვაქვს, რაც შეეხება ირაკლი მწითურს (92 კგ), ის ნახევარფინალში დამარცხდა თურქ სულეიმან ყარადენიზთან და ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.

 

ინფორმაციას lelo.ge ავრცელებს.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ