საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბის ევროპის ჩემპიონატის მესამე შეხვედრაში ბელგიის ეროვნული ნაკრები 78:6 დაამარცხა. შეხვედრა ქუთაისში გაიმართა. პირველი ტაიმი ქართველების გამარჯვებით, 33:6 დასრულდა, მეორე ტაიმში კი „ბორჯღალოსნებმა“ 45:0 მოიგეს. საქართველოს ნაკრებმა რაგბის ევროპის ჩემპიონატის 2020 წლის გათამაშებაში სამივე შეხვედრაში გაიმარჯვა. მომდევნო მატჩს „ბორჯღალოსნები“ პორტუგალიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ 7 მარტს გამართავენ.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge