დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

დღეს, ჩემპიონთა ლიგის ორი მერვედფინალური მატჩი გაიმართება 25.02.2020 13:34

დღეს, ჩემპიონთა ლიგის ორი მერვედფინალური მატჩი გაიმართება და ორივე უდიდეს ინტერესს იწვევს. ლონდონის სტემფორდ ბრიჯზე ადგილობრივი ჩელსი მიუნხენის ბაიერნს უმასპინძლებს. ხოლო ნეაპოლში სან პაოლოს არენაზე ნაპოლი კატალონიურ ბარსელონას დაუხვდება.

 

წყვილებში ფავორიტებად სტუმრები ითვლებიან, თუმცა არც ჩელსი და არც ნაპოლი უბრძოლველად არაფრის დათმობას არ აპირებენ. რომან აბრამოვიჩის გუნდი გერმანულ გრანდთან მატჩს დანაკლისით ხვდება. ტრავმების გამო ვერ ითამაშებენ კანტე, პედრო, ჰადსონ-ოდოი და პულიშიჩი. თავის მხრივ მიუნხენელებს პერიშიჩი, მარტინესი და სულე დააკლდებიან.

 

ეს გუნდები ერთმანეთს სხვადასხვა ტურნირის ეგიდით სულ 5-ჯერ დაუპირისპირდნენ და აქედან ბაიერნის სასარგებლოდ 3 მატჩი დასრულდა, ორში კი გამარჯვებული ჩელსი გამოვიდა.

 

დიდი აჟიოტაჟია ნეაპოლში, სადაც ბარსელონას ჩასვლას ამ კლუბის ქომაგთა მეტად ემოპციური დახვედრა მოჰყვა. სასტუმროსთან,  სადაც კატალონიელები დაბინავდნენ უამრავი გულშემატკივრი შეიკრიბა და  მესის სახელს სკანდირებდნენ. 


აღსაანიშნავია, რომ "ბარსას" ფეხბურთელებსა და დელეგაციის ყველა წევრს თვითმფრინავში გაუზომეს ტემპერატურა. ეს იტალიაში კორონავირუსის გავრცელებითაა გამოწვეული. ადგილობრივი მედიის ცნობით, ნეაპოლში კორონავირუსის ორი შემთხვევა დაფიქსირდა. გასულ კვირაში კორონავირუსის გამო იტალიაში რამდენიმე მატჩი გადაიდო და შეიძლება სერია A- მომავალი ტურის შეხვედრები მაყურებლების გარეშე ჩატარდეს.

 

ნაპოლისაც და ბარსელონასაც მნიშვნელოვანი საკადრო პრობლემები აქვთ. ჯენარო გატუზოს გაწვრთნილ გუნდს კულიბალი, ლორენტე და მილიკი ვერ დაეხმარებიან, კიკე სეტიენის კრებულს კი ხორდი ალბა, ლუის სუარესი, რობერტო და დემბელე დააკლდებიან.

 

მეტოქეები აქამდე 4-ჯერ და ისიც ამხანაგურ მატჩებში შეხვედრიან ერთმანეთს. აქედან 3 მატჩი ბარსამ მოიგო, ერთში კი ნაპოლიმ იზეიმა გამარჯვება.

 

დღევანდელი მატჩები თბილისის დროით 24 საათზე დაიწყება.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ