ძიუდოისტი გელა ზაალიშვილი თელ-ავივის გრანდ სლემის გამარჯვებული გახდა. ფინალში ზაალიშვილმა (+100) რუს ტამერლან ბაშაევს სძლია. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ისრაელში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ლაშა გუჯეჯიანის გუნდმა ვაჟთა შორის გუნდურ ჩათვლაში პირველი, ხოლო საერთო ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა. გრანდ სლემის ვიცე-ჩემპიონი თემურ ნოზაძე (-60) გახდა. ბრინჯაოს მედლებს ეთერ ლიპარტელიანი (-57), ნუგზარ ტატალაშვილი (-73), ბექა ღვინიაშვილი (-90), ილია სულამანიძე (-100) და გურამ თუშიშვილი (+100) დაეუფლნენ. აღსანიშნავია, რომ ეთერ ლიპარტელიანი გახდა პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტი, ვინც გრანდ სლემზე მედალს დაეუფლა.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge