დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

ქართველმა მორაგბეებმა ესპანეთის ნაკრები მადრიდში ანგარიშით, 25-ით 19 დაამარცხეს 14.03.2021 17:51

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ესპანეთის ნაკრები მადრიდში, ანგარიშით 25-ით 19 დაამარცხა. ქართველთა მხრიდან ლელოს დადება თორნიკე ჯალაღონიამ, აკა ტაბუცაძემ და ჯაბა ბრეგვაძემ მოახერხეს. 10 ქულა გუნდის 10-მა ნომერმა, თედო აბჟანდაძემ მოიპოვა. ამრიგად, საქართველოს ნაკრებს რაგბი ევროპის გათამაშებაზე ორი თამაშიდან ორი გამარჯვება დაუგროვდა. წინა ტურში ქართველებმა პორტუგალიელებს ბონუს ქულით, ანგარიშით 16-29 სძლიეს და სატურნირო ცხრილს 9 ქულით ლიდერობენ. შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 20 მარტს, რუსეთის წინააღმდეგ გამართავს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ