28.03.2021 17:28
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ქართულ საზოგადოებას გულშემატკივრობისკენ მოუწოდებს:
დღეს, დინამო არენაზე სანაკრებო ფეხბურთი მაყურებელთან ერთად ბრუნდება. საქართველოს ეროვნული ნაკრები ფიფას 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრაში ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. 15 თვის შემდეგ პირველად, ერთად შევძლებთ სტადიონის ტრიბუნებიდან ვუგულშემატკივროთ ჩვენ გუნდს. ყოველი თქვენგანის ხმა და ის მუხტი, რომელსაც სტადიონზე შექმნით, დარწმუნებული ვარ, უდიდესი მოტივაცია იქნება გუნდისთვის. მინდა, ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით და ქართული ფეხბურთის თითოეულ ქომაგს წარმატება ვუსურვო. ერთად ვუქომაგოთ ეროვნულ გუნდს!