9 წლის ავსტრალიელ ბიჭს, კვადენ ბეილსის მთელი მსოფლიო გვერდით დაუდგა, როცა საზოგადოებამ ნახა, როგორ მიიყვანა ბულინგმა ბავშვი თვითმკვლელობამდე. "დანა მომეცი, რომ თავი მოვიკლა" - ეუბნება 9 წლის ბიჭუნა დედას, რადგან სკოლაში გამუდმებული ბულინგის ატანა აღარ შეუძლია. ეს ვიდეო დედამ სციალურ ქსელში გაავრცელა და რამდენიმე დღეში იგი უამრავმა ადამიანმა ნახა.
რაგბის ნაციონალური ლიგის გუნდმა “ყველა ვარსკვლავი” ბეილსი თამაშზე მიიწვია. იგი მორაგბეებთან ერთად გამოჩნდა მინდორზე. ასე გამოხატეს მათ პატარა ბიჭისადმი მხარდაჭერა.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge