დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

შსს-მ ვარკეთილში ექვსი პირი დააკავა - ისინი აღდგომის აღსანიშნავად ეზოში ქეიფობდნენ 19.04.2020 22:30

შსს-მ ვარკეთილში ექვსი პირი დააკავა. როგორც შსს-ში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, მოქალაქეების დაკავება საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტის დარღვევისთვის მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოქალაქეთა ჯგუფი ვარკეთილში აღდგომას აღნიშნავდა, რა დროსაც მათთან პოლიცია მივიდა და სიტყვიერი გაფრთხილება მისცა. აღნიშნულს მოქალაქეები არ დაემორჩილნენ და მათი მხრიდან აგრესია მოჰყვა, ისინი პოლიციას დაუპირისპირდნენ. საბოლოოდ პოლიციამ მოქალაქეები დააკავა. ადგილზე სამართალდამცველთა რამდენიმე ეკიპაჟის მობილიზება გახდა საჭირო. შსს-ს ინფორმაციით, 2 პირი დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, ხოლო 4 ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით.

 

 


იხილეთ ვიდეო:

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ