მომღერალი ანა ბაჯიაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს. როგორც ფეისბუკმომხმარებელი წერს, ის და მისი კოლეგა ლია ხუნწარია კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდნენ და სიმღერა საყვარელ ექიმებს უძღვნეს:
„ამ სიმღერას, გამოჯანმრთელებული და მადლიერი პაციენტები - ლია ხუნწარია და ანა ბაჯიაშვილი ვუძღვნით პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მედპერსონალს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებს. მათთან ერთად ყველა ჩვენს გულშემატკივარს. ვუსურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმტკიცეს“.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge