პარიზში საკონცერტო დარბაზი « ბატაკლანის » წინ, ზუსტად იმ ადგილას სადაც 2015 წელს ტერორისტული აქტი მოხდა, ფრანგმა პოლიციელებმა საპროტესტო აქცია გამართეს.მანიფესტანტები აპროტესტებდნენ რასიზმსა და არაადამიანურ მოპყრობაში ფრანგული პოლიციის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებს. დაახლოებით 200-მა პოლიციელმა საკონცეტო დარბაზ «ბატაკლანის » წინ გზა გადაკეტა და პროტესტის ნიშნად ხელბორკილები გადაყარა.. « ჩვენ უარვყოფთ ყველა იმ ბრალდებას, რომელიც ფრანგული პოლიციის წინააღმდეგ გამოითქვა »- გაუცხადეს პოლიცილებმა ჟურნალისტებს.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge