ვინ ესროლა ქვები ნიკა მელიას და სინამდვილეში რა მოხდა გლდანში?
შეგახსენებთ, რომ ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატის, ნიკა მელიას განცხადებით, ამომრჩევლებთან შეხვედრისას ქვები ესროლეს. მისი თქმით, ამ დროს მასთან ერთად ბავშვები და ქალები იყვნენ, როცა კორპუსებიდან ქვები ისროლეს. მელიას თქმით, ამ ფაქტის შემდეგ მოხდა შელაპარაკება ქართული ოცნების რამდენიმე აქტივისტთან. მისივე თქმით, იმის მაგივრად, რომ გაერკვიათ ვინ ისროლა ქვა, ისინი პოლიტიკურ გზავნილებს აგრძელებდა.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge