დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

სოსო ჯაჭვლიანს მკლავჭიდის ნაკრების მწვრთნელები და მკლავჭიდელები დაუპირისპირდა - მათ პრეზიდენტს კვერცხები ესროლეს 17.10.2020 17:08

ხმაური იყო დილით საქართველოს მკლავჭიდის ეროვნულ ფედერაციაში. გამგეობის სხდომა დილის ათ საათზე სასტუმრო "ბომონდ გარდენში" იყო ჩანიშნული, შეხვედრა კი ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების გამო ჩაიშალა. ფედერაციის პრეზიდენტს სოსო ჯაჭვლიანს ნაკრების მწვრთნელები და მკლავჭიდელების ნაწილი დაუპირისპირდა, იყო კვერცხების სროლაც.

ბომონდ გარდენში მისულ რამდენიმე ათეულ სპორტსმენს ადგილზე დაცვა დახვდა, რომელიც მათ სხდომაზე არ უშვებდა, მათი თქმით, ეს სოსო ჯაჭვლიანის მოთხოვნით ხდებოდა. მკლავჭიდელებმა სხდომაზე შესვლა მაინც შეძლეს , სადაც ფედერაციის პრეზიდენტთან ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, მათ სოსო ჯაჭვლიანს წყალი შეასხეს და კვერცხები დაუშინეს. ისინი სოსო ჯაჭვლიანს მოუწოდებდნენ რომ თანამდებობა დაეტოვებინა. თავის მხრივ სოსო ჯაჭვლიანი აპირებდა რომ თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა ვიცე-პრეზიდენტი რევაზ ლუთიძე და დაპირისპირებაც ამ ფაქტს მოჰყვა. სპორტსმენები სოსო ჯაჭვლიანს ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღებაში ადანაშაულებენ.

გამგეობის სხდომა ჯერჯერობით გაურკვეველი ვადით გადაიდო, მკლავჭიდელები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.

 

ინფორმაციას რუსთავი-2 ავრცელებს.

 


იხილეთ ვიდეო:

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ