დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

„ხვალ ქართული ფეხბურთის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი თამაშია - იცოდეთ, მთელი საქართველო თქვენ გვერდითაა!“ 12.11.2020 00:23

თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას აქვეყნებს და ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ნაკრებს წარმატებას უსურვებს:

 


"ხვალ ქართული ფეხბურთის ისტორიაში არის უმნიშვნელოვანესი თამაში. გავამხნევოთ ჩვენი ფეხბურთელები, ვუსურვოთ მათ წარმატებები და ვუგულშემატკივროთ. სამწუხაროდ, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, სტადიონზე მიმდინარე მატჩს ვერ დაესწრებიან გულშემატკივრები. თუმცა, დღეს ყველაზე მთავარი არის ადამიანების სიცოცხლე, მათი ჯანმრთელობის უსაფრთხოება და თავშეყრის ადგილები ზრდის ინფიცირების რისკს. დარწმუნებული ვარ, მთელი საქართველო ელოდება ამ მატჩს და სახლებიდან გავაგონებთ ბიჭებს ჩვენს ხმას. დიდი იმედი მაქვს, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ. მინდა წარმატებები ვისურვო ჩვენს ფეხბურთელებს. იცოდეთ, მთელი საქართველო თქვენ გვერდითაა!",- განაცხადა კალაძემ.

 

 

იხილეთ ვიდეო:

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ