დღე: 27

ღამე: 13

USD 2.6753

EUR 2.8473

ასეთი აღიარების შემდეგ, არის თუ არა ამ პოლიტიკოსის ან მისი პარტიის ადგილი საქართველოს (უკრაინის) პოლიტიკაში? - ამირან სალუქვაძე 28.03.2021 15:11

ამირან სალუქვაძის პოსტი:
სააკაშვილმა გუშინ აღიარა, რომ პატარკაციშვილის ჩანაწერები გავუშვით და მოვიგე არჩევნებიო. საუბარია 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე. აქვე ამბობს, რომ თავის თავზე აიღო და მან გადაწყვიტა ჩანაწერის გაშვება. შემდგომში, ეს ჩანაწერი აღმოჩნდა გაყალბებული. მასში 48 წყვეტა იყო დაფიქსირებული, შინაარსის შეცვლის მიზნით. ჯერ ერთი "წაასხამენ" რა სიტყვაა, პირდაპირ ეთერში? მეორე, ექს-პრეზიდენტი აღიარებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ფარული, თანაც ფალსიფიცირებული ჩანაწერის წყალობით მოიგო. პოლიტიკური ფსკერია. მესამე, ყურადღებით მოუსმინეთ და მიპასუხეთ:
1. უნდა მოეხდინა თუ არა ჟურნალისტს ამ ინფორმაციის დაზუსტება?
2. ასეთი აღიარების შემდეგ, არის თუ არა ამ პოლიტიკოსის ან მისი პარტიის ადგილი საქართველოს (უკრაინის) პოლიტიკაში?
3. კუბილიუსს ან სხვებს რომ მოასმენინოთ ეს ვიდეო და აჩვენოთ ბადრის ჩანაწერის საექსპერტო დასკვნა, რას იტყვიან, ჯდება ევროპულ სტანდარტში?

 

 

იხილეთ ვიდეო:

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ