დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

სომხეთსა და საქართველოს შორის სატვირთო გადაზიდვები არ წყდება 18.03.2020 12:28

 

სომხურ გაზეთ „გოლოს არმენიი“-ში («Голос Армении») სათაურით „სომხეთსა და საქართველოს შორის სატვირთო გადაზიდვები არ წყდება“ გამოქვეყნებულია ინტერვიუ პოლიტოლოგ ჯონი მელიქიანთან (ესაუბრება ჟურნალისტი ზარა გევორქიანი), რომელშიც იგი საუბრობს საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებულ ზომებზე და მას დადებითად, მაღალ დონეზე აფასებს (უცხოეთიდან თანამემამულეების ოპერატიული დაბრუნება, მათი შემოწმება და კარანტინში მოთავსება, საბანკო შეღავათების ღონისძიებების გატარება და ა.შ.).


„თბილისში ხალხის მოძრაობა ძალიან შემცირებულია, ქუჩები თითქმის ცარიელია ადამიანებისაგან, მოსახლეობა ცდილობს გარეთ არ გამოვიდეს და რისკების მინიმიზება მოახდინოს. ქვეყანა უზრუნველყოფილია სურსათით და სხვა საქონლით. საზღვრები დროებით დახურულია მგზავრთა გადააადგილებისთვის, ტვირთების ექსპორტ-იმპორტი ტრანსპორტით კი ჩვეულებრივად გრძელდება. ეს ეხება ზემო ლარსის სასაზღვრო გამსვლელ პუნქტსაც“, - ამბობს ჯონი მელიქიანი და ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სომხეთი ძირითადად საქართველოს ტერიტორიის მეშვეობით იმარაგებს სურსათს და სხვა აუცილებელ საქონელს.


წყარო: «Голос Армении» (სომხეთი)

https://golosarmenii.am/article/98561/gruzoperevozki-cherez-gruziyu-v-armeniyu-ne-prekrashhayutsya

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ