დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6753

EUR 2.8473

„კარანტინი, პოლიტიკური ანგარიში და უნდობლობა“ - «Deutschlandfunk» 15.05.2020 13:24

გერმანული რადიოსადგური „დოიჩლანდფუნკი“ («Deutschlandfunk») აქვეყნებს სტატიას სათაურით „კარანტინი, პოლიტიკური ანგარიში და უნდობლობა“, რომელშიც მიმოხილულია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში „კოვიდ-19“-თან დაკავშირებით შექმნილი სიტუაცია.


პუბლიკაციის ავტორი თომას ფრანკე საქართველოს შესახებაც წერს და აღნიშნავს ქვეყნის მთავრობის ძალისხმევას კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. სტატიაში ხაზგასმულია, რომ მოსახლეობას ხელისუფლებისა და მთავრობის მიმართ დიდი ნდობა აქვს. „ასეთი რეალობა გასაკვირიც კი არის, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ საზოგადოება  ორ პოლიტიკურ ბანაკად არის გაყოფილი და რომლებიც რამდენიმე წელია ერთმანეთს მწვავედ უპირისპირდებიან. მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს მედიკოსთა რჩევებს და მათ რეკომენდაციებს ახორციელებს“.


სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემები კორონავირუსით დაინფიცირებულებისა და გარდაცვლილების შესახებ, აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყნებისაგან განსხვავებით, აბსოლუტურად სარწმუნოა.


მასალაში საუბარია ეკონომიკურ სიტუაციაზეც: აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ეკონომიკურ კრიზისია მოსალოდნელი, მათ შორის საქართველოშიც. ქვეყანაში დიდია თვითდასაქმებულთა რაოდენობა, რომლებისთვისაც შემოსავლების დაკარგვის გამო დახმარების მიღება გართულებულია.

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: https://www.deutschlandfunk.de/corona-pandemie-in-osteuropa-quarantaene-politisches.724.de.html?dram:article_id=476400

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ