დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

"კორონავირუსში ეჭვმიტანილმა ზეწრები გადააბა და საავადმყოფოდან გაქცევა სცადა“ 15.05.2020 13:33

თურქეთის პრესა ქალაქ ტრაპიზონში მომხდარ ამბავზე წერს, რომელიც 14 მაისს საქართველოს მოქალაქეს შეემთხვა.


„კორონავირუსში ეჭვმიტანილმა ზეწრები გადააბა და საავადმყოფოდან გაქცევა სცადა“, - ამ სათაურითაა გამოქვეყნებული მასალა გაზეთ „სთარ“-ში («Star»), რომლის მთავარი გმირი საქართველოს მოქალაქე გახლავთ. იგი რამდენიმე დღის განმავლობაში იყო მოთავსებული ტრაპიზონის საავადმყოფოში გამოკვლევის მიზნით, რადგან არსებობდა ეჭვი მისი  „კოვიდ-19“-ით დასნებოვნებაზე.


მოქალაქემ საავადმყოფოდან გაქცევის საინტერესო გზა მონახა: მან თავის პალატაში, ერთმანეთს რამდენიმე ზეწარი გადააბა და მესამე სართულის ფანჯრიდან მიწისაკენ ჩაუშვა, თუმცა ზეწრის თოკი მოკლე აღმოჩნდა და მიწამდე ვერ მიწვდა. ასე რომ, იგი მეორე სართულზე „გაიჭედა“. ფანჯრის რაფაზე მდგარი პიროვნება გამვლელებმა დაინახეს და საავადმყოფოს დაცვის თანამშრომლებს აცნობეს. მათ მოქალაქე ფრთხილად „ჩამოხსნეს“ და კვლავ პალატაში მიაბრძანეს, მაგრამ უკვე გაძლიერებული ყურადღების ქვეშ.


როგორც გაირკვა, საქართველოს მოქალაქე წარსულში ნარკოდამოკიდებული იყო და გარკვეული ფსიქოლოგიური პრობლემებიც ჰქონდა.

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

https://www.star.com.tr/yasam/koronavirus-suphelisi-carsaflari-birlestirerek-hastaneden-kacmaya-calisti-haber-1539866/

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ