დღევანდელი, 22 მაისის საერთაშორისო პრესაში სტატიები ძირითადად სამ მთავარ თემაზეა გამოქვეყნებული: პირველი - კორონავირუსთან დაკავშირებით; მეორე - „ღია ცის“ ხელშეკრულებიდან აშშ-ის გამოსვლის შესახებ და მესამე - ჩინეთის პარლამენტის, ანუ სრულიად ჩინეთის სახალხო წარმომადგენლების კრების გადაწყვეტილება ჰონკონგის მიმართ ახალი კანონის მიღების თაობაზე.
კორონავირუსთან დაკავშირებით ჩვენს რადიომსმენელებს ვთავაზობთ ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია „ბი-ბი-სი“-ს რუსული სამსახურის («BBC russian») ვებ-გვერდზე დღეს გამოქვეყნებული მოწინავე სტატიას სათაურით „მსოფლიო კარანტინიდან გამოდის, მაგრამ როდის აღდგება ეკონომიკა?“, რომელშიც ნათქვამია: „ქვეყნები ერთი მეორის მიყოლებით აუქმებენ კარანტინს და საგანგებო მდგომარეობის რეჟიმს, ჩქარობენ ჩვეული ცხოვრების პირობებში დაბრუნებას, მაგრამ ამას ყველა ვერ შეძლებს - იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ეკონომიკის მძიმე მდგომარეობას უკავშირდება. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ის, რომ ვირუსი ბოლომდე დამარცხებული არ არის: ვაქცინა არ არსებობს, მოსალოდნელია ვირუსისი მორიგი ტალღა; მეორე - მოსახლეობას და ბიზნესს მომავლის შიში აქვთ და ფულს ძველებურად „ხელგაშლილად“ არ დახარჯავენ, ანუ ამით თანამედროვე ეკონომიკის პრინციპი - მოთხოვნა და შეთავაზება ირღვევა და მესამე - კარანტინის რეჟიმმა მნიშვნელოვანი დანახარჯები მოითხოვა: ბევრი ქვეყნის ხელისუფლებამ რეზერვები დახარჯა, იღებს ახალ ვალებს, მათი შევსება და გადახდა კი პრობლემატურია. გარდა ამისა, ცხოვრება ძვირდება. ამრიგად, კაცობრიობას წინ პრობლემები ელოდება..
წყარო: https://www.bbc.com/russian/features-52757193
მოამზადა - სიმონ კილაძემ
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge