დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

საქართველოს პრეზიდენტი გვაფრთხილებს, რომ კრიზისმა შეიძლება რუსეთის აგრესია გამოიწვიოს - უცხოური პრესა 25.05.2020 11:40

ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ თაიმს“-ში («Financial Times») 24 მაისს სათაურით „საქართველოს პრეზიდენტი გვაფრთხილებს, რომ კრიზისმა შეიძლება რუსეთის აგრესია გამოიწვიოს“ გამოქვეყნდა სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ, რომელშიც იგი ევროკავშირსა და საქართველოს შორის უსაფრთხო დერეფნის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. (ესაუბრებიან ჟურნალისტები მაიკლ პილი და ბენ ჰოლი)


პრეზიდენტმა, პანდემიისგან შექმნილი კრიზისის მიუხედავად, ევროკავშირს საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავებისკენ მოუწოდა: „მართალია დღეს შეიძლება ჩანდეს, რომ ევროკავშირს სხვებისთვის დრო არ აქვს, თუმცა რეგიონული გაერთიანებები და ბლოკები სულ უფრო მეტად მნიშვნელოვანი ხდება. ჩვენთვის, ქართველებისთვის უფრო ცხადი გახდა, რომ ამ კრიზისის დასაძლევად, ერთადერთი პერსპექტივა ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობაშია“, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.


საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ კორონავირუსით შექმნილმა კრიზისმა შესაძლოა, რუსული აგრესია გამოიწვიოს. „პანდემიის გამო შექმნილმა კრიზისმა, ასევე ნავთობის ფასის დაცემისგან წარმოქმნილმა კრიზისმა და შეიძლება ქვეყანაში შექმნილმა პოლიტიკურმა სიტუაციამაც, შესაძლოა, რუსეთს უფრო მეტი აგრესიისკენ უბიძგოს.


როგორც საქართველოს პრეზიდენტს, იმედი მაქვს, რომ რუსეთის მხრიდან მსგავსი აგრესია არ განხორციელდება. ასევე იმედს გამოვთქვამ, რომ კრიზისი რუსეთის ლიდერებს მათი პრობლემების გადაჭრის სხვა გზებს აჩვენებს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ქვეყანა წარმატებით გაუმკლავდა კორონავირუსის პანდემიას და ამ დროისთვის საქართველოში გარდაცვალების მხოლოდ 12 შემთხვევა ფიქსირდება.


ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნასაც გამოეხმაურა. სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ უკრაინულმა მთავრობამ სააკაშვილი საქართველოსთან კონსულტაციის გარეშე დანიშნა: „ეს არ იყო კარგად აწონ-დაწონილი გადაწყვეტილება, ის მიღებულია კონსულტაციის, გაფრთხილების გარეშე, თავაზიანობის გამო უბრალო შეტყობინების გარეშეც კი“, - განაცხადა პრეზიდენტმა. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებამსაქართველოსა და უკრაინას შორის მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობები გაართულა“.


წყარო:  https://www.ft.com/content/6cdccf47-4284-40d8-8aab-9c5754145457

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ